ფეხბურთი

21:25 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო ტონი ლატოს შესახებ: "ჩემი შვილისთვისაც იდეალური ადამიანია"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ღამურების“ ფეხბურთელი ტონი ლატო შეაქო. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ის იმდენად კარგი ადამიანია, რომ სიძედაც კი მიიღებდა.

„ტონი ლატო საოცარი და თავმდაბალი ბიჭია. ჩემი შვილი ძალიან ახალგაზრდაა, 18 წლის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტონი მისთვის იდეალური მამაკაცი იქნებოდა. ნებისმიერ გოგონას სურს ისეთი ბიჭი ჰყავდეს, როგორიც ტონია. ეს არის რეალობა იმ ადამიანის შესახებ, რომელზეც ვსაუბრობთ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ „ხეტაფე“ 5:1 დაამარცხა და ანგარიში სწორედ ლატომ გახსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121114