ქართველი ფეხბურთელი ბექა დარცმელია კარიერა ავსტრალიურ „ნიუკასლ ჯეტსში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
22 წლის ფეხბურთელმა კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. დარცმელია „ნიუკასლში“ მეორე ქართველი ლეგიონერია, რადგან ამ გუნდის ღირსებას ბექა მიქელთაძეც იცავს.
დარცმელიამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, 2019 წლიდან კი „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация