რაგბი

12:35 | 7.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილი: ვცდილობ, რაგბისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო

წლევანდელი ზაფხული ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ისტორიაში პირველად საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა TIER 1-ის გუნდი დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" იტალია 28:19 დაამარცხეს.

ამ მატჩის ერთ-ერთი გმირი საქართველოს ნაკრების და ფრანგული "ლიონის" მორაგბე დავით ნინიაშვილი გახლდათ. დავით ნინიაშვილი სანაკრებო მატჩების შემდეგ, მშობლიურ კლუბს "ხვამლი" ესტუმრა და დიდ 10-ში აღზევებულ გუნდს წარმატებები უსურვა.

20 წლის ქართველ მორაგბესთან ჩვენ ექსკლუზიური კომენტარი ჩავწერეთ.

"საფრანგეთში "ლიონია" ჩემი კლუბი, საქართველოში "ხვამლი". აქ, როდესაც ჩამოვდივარ ყოველთვის მომვდივარ "ხვამლი არენაზე" და ვცდილობ "ხვამლის" მორაგბეებთან დროის გატარებას. ეს კლუბი ჩემი მეორე ოჯახია. კარგად ვიხსენებ დროს, როდესაც ამ კლუბში ვთამაშობდი და 10 წლის წინ ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. წარმატები ამ კლუბს დიდ 10-ში.

მეც ვნახე Rugbyrama-ს სტატია ჩემს შესახებ, რომელშიც TOP 14-ის ბომბარდირად მომიაზრებენ. ეს ჩემზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებს. ვცდილობ, მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმი გავიღო და რაგბისგან ვისიამოვნო.-გვითხრა დავით ნინიაშვილმა

0.128634