რომში მიმდინარე 20-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები გათამაშდა.
საქართველოს ნაკრებმა ერთი მედლის მოპოვება შეძლო - თორნიკე მიქელაძე (77 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მიქელაძე ფინალურ შეხვედრაში მოლდოველ ალექსანდრინ გუტუსთან დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მათე გოქაძეს, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პოლონელ დომინიკ ტომაშჩ კრავცჩიკთან დამარცხდა. პოლონელამდე მათემ რეპეშაჟის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჰეიბულაჰ გისტაროვს მოუგო.
ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა რომეო ბერიძესაც (63 კგ), რომელმაც რეპეშაჟის ნახევარფინალში ხორვატი დომაგოი ჩელიჩეკი დაამარცხა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ოლეგ ხალილოვთან დამარცხდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს წინასწარი შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა და სამი ქართველი მოჭიდავე ფინალში გავიდა, რომლებიც ოქროს მედლისთვის 29 ივნისს იბრძოლებენ.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია