ჭიდაობა

21:40 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: სამი ქართველი 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში

იტალიის დედაქალაქ რომში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის და დღეს ასპარეზობაში ხუთ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი ჩაერთო, სამი მათგანი კი ფინალში გავიდა.

60 კგ წონით კატეგორიაში ფინალს დიმიტრი ხაჩიძემ უწია, რომელიც ხვალ გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ სურენ აგაჯანიანს შეხვდება. 67 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ბროლაძეც ფინალში გავიდა და მასაც სომეხ მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება (აშოტ ხაჩატურიანს). 82 კგ წონით კატეგორიაში კი ფინალში გასვლა აჩიკო ბოლქვაძემ შეძლო, რომელსაც ოქროს მედლისთვის ბრძოლა ფინელ კუნარი სარკინენთან მოუწევს.

დღესვე ხალიჩაზე გავიდნენ თემურ ორჯონიკიძე და კოტე სიჭინავა, მაგრამ ადრეულ ეტაპზევე მარცხი განიცადეს. თუმცა, ორჯონიკიძის მძლეველი მეტოქე ფინალში გავიდა, შესაბამისად, ხვალ ქართველი რეპეშაჟში გამოვა და ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.129368
სარეკლამო ადგილი - 99
X x X