ფეხბურთი

14:10 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" ანტონის დამატება სურს

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ანტონი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც ანტონის „აიაქსიდან“ ძალიან კარგად იცნობს, ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული და ამიტომაც, ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა. ჯერჯერობით, ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ ანტონიმ გასულ სეზონში „აიაქსის“ რიგებში ჩატარებულ 32 მატჩებში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12093