ვეტერანი ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი კარიერას „ველეს სარსფილდში“ გააგრძელებს. ამის შესახებ არგენტინული მედია წერს.
უკვე ცნობილია, რომ გოდინმა ბრაზილიური „ატლეტიკო მინეირო“ დატოვა, სადაც იანვარში ჩაირიცხა და მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. ახლა გამოცდილი ფეხბურთელი „ველესის“ წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ დიეგო გოდინმა კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარა, სხვადასხვა დროს ასევე იცავდა „ვილიარეალის“, მილანის „ინტერისა“ და „კალიარის“ ღირსებას.