ფეხბურთი

16:20 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანტონიო რიუდიგერი "რეალის" ფეხბურთელია

ანტონიო რიუდიგერი მადრიდის „რეალში“ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ლონდონის „ჩელსის“ ვებგვერდმა და თვითონ ფეხბურთელმაც ოფიციალურად დაადასტურეს.

„სიამაყით ვაცხადებ, რომ „რეალს“ შევუერთდი. ენთუზიაზმით სავსე ვარ და მოუთმენლად ველოდები ამ უზარმაზარ კლუბში თამაშს“, - დაწერა რიუდიგერმა სოციალურ ქსელში.

გერმანელი მცველი „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „ჩელსისთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც არ განაახლა. ანტონიოს მადრიდულ გრანდში 20 ივნისს წარადგენენ და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის „ჩელსიში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 203 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ რიუდიგერმა კარიერა „შტუტგარტში“ დაიწყო, ხოლო 2015-2017 წლებში „რომას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121932