ფეხბურთი

10:53 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე გიორბელიძის წინააღმდეგ?

გერმანიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, მიროსლავ კლოზე, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, „კაიზერსლაუტერნის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს - გვამცნობს Sport1.

„კაიზერსლაუტერნი“ ამჟამად გერმანიის რიგით მესამე დივიზიონში თამაშობს. მიმდინარე სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ბუნდესლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფში დრეზდენის „დინამოს“ ხვდება, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი, გურამ გიორბელიძე თამაშობს.

„კაიზერსლაუტერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომას ჰენგენმა, კლოზესთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აპრილში გამართა და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მთავარი მწვრთნელის პოსტსაც ჩააბარებს.

დრეზდენის „დინამოსთან“ ფლეი-ოფის მატჩები 20 და 24 მაისს გაიმართება.

0.138812