გიორგი ჩაკვეტაძეს „ჰამბურგში“ დარჩენა სურს. ამის შესახებ 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გერმანულ მედიასთან განაცხადა, თუმცა, ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა.
„აქ თავს ძალიან ვგრძნობ და მინდა, „ჰამბურგში“ უფრო დიდხანს დავრჩე. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება“, - თქვა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგს“ იანვარში 6-თვიანი იჯარით შეუერთდა. გერმანულ გუნდს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს, მაგრამ ვინაიდან ქართველ შემტევს „გენტთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, შესაძლოა, მოლაპარაკებები ბელგიელებთან დაიწყონ.
22 წლის ფეხბურთელმა HSV-ს რიგებში მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. „ჰამბურგი“ მეორე ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, ხოლო 19 აპრილს, გერმანიის თასის ნახევარფინალში „ფრაიბურგს“ შეხვდება.