ფეხბურთი

17:32 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" სადებიუტო გოლი გაიტანა (+VIDEO)

გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურში ტიმ ვალტერის გუნდმა „პადერბორნს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო.

ჩაკვეტაძე თამაშში 86-ე წუთზე რობერტ გლატცელის ნაცვლად ჩაერთო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე შორი მანძილიდან გაიტანა. უნდა აღინიშნოს მეკარის შეცდომაც, მაგრამ მთავარია, რომ გოლი გავიდა. თუმცა, ეს გოლი HSV-ს ვერაფერში წაადგა, მხოლოდ პრესტიჟის იყო.

22 წლის ქართველმა შემტევმა „ჰამბურგში“ მერვე მატჩი ჩაატარა და 1 გოლთან ერთად 1 საგოლე პასიც აქვს მითვლილი.

„ჰამბურგი“ ცუდ ფორმაშია, მეორე ბუნდესლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 ფრე, 3 წაგება) და 42 ქულით მეექვსე ადგილზეა. ვალტერის გუნდს ძალიან გჭირდება ბუნდესლიგის საგზურისთვის ბრძოლა, რადგან ჩამორჩენა უკვე ძალიან დიდია. მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 აპრილს, „აუეს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 აპრილს, გერმანიის თასის ნახევარფინალში „ფრაიბურგს“ შეხვდება.

0.174403