ფეხბურთი

19:30 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრებმა რუსეთთან თამაშზე უარი თქვა, განურჩევლად იმისა, თუ სად გაიმართება მატჩი

პოლონეთის შემდეგ შვედეთმაც უარი თქვა რუსეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშზე, განურჩევლად იმისა, თუ სად გაიმართება მატჩი.

„შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ შვედეთის კაცთა ნაკრები არ ჩაატარებს რუსეთთან პლეი-ოფის შესაძლოა მატჩს - მიუხედავად იმისა, თუ სად გაიმართება თამაში. საბჭო ასევე მოუწოდებს ფიფას, რომ გააუქმოს მარტში პლეი-ოფის მატჩები, რომელშიც რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაშ.

„უკრაინაში უკანონო და ღრმად უსამართლო შეჭრა, შეუძლებელს ხდის რუსეთთან თამაშს. ამიტომ, მოვუწოდებთ ფიფას, გადაწყვიტოს, მარტში, რუსეთის მონაწილეობით მატჩები გააუქმოს. მიუხედავად იმისა, რა არჩევანს გააკეთებს ფიფა, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ მარტში არ ვითამაშებთ. გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ფიფა ჩვენს მოწოდებას არ გაითვალისწინებს, რუსეთთან ვერ ვითამაშებთ, სანამ ეს სიგიჟე გაგრძელდება“, - თქვა შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა.

„სანამ რუსული აგრესია გრძელდება, ჩვენ არ ვიქნებით რუსეთის წინააღმდეგ სპორტულ ღონისძიებებში ჩართული და მინდა, ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ რუსი სპორტსმენები გარიცხოს საერთაშორისო ტურნირებიდან“, - თქვა შვედეთის სპორტის მინისტრმა ანდერს იგემანმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთს პოლონეთთან უნდა ეთამაშა, თანაც მოსკოვში, მაგრამ ჯერ ფიფამ შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე გადაიტანა, ხოლო დღეს პოლონელებმა უარი თქვეს რუსეთთან ნებისმიერ ადგილას თამაშზე. შვედეთი რუსეთის პოტენციური მეტოქეა, რადგან ამავე ჯგუფის მეორე ნახევარფინალში ჩეხეთს ხვდება, მაგრამ მათაც უარი თქვეს რუსეთთან თამაშზე. მოსალოდნელია, რომ იგივე გადაწყვეტილებას ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციაც მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115169