პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე უარს ამბობს!
„აღარ არის სიტყვების დრო, არამედ მოქმედების დროა! უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ესკალაციის გამო პოლონეთი არ აპირებს პლეი-ოფში რუსეთის ნაკრებთან მატჩის გამართვას. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ საკითხს ჩეხეთისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციებთან განვიხილავთ, რომ ფიფამდე საერთო პოზიცია მივიტანოთ“, - თქვა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩეზარი კულეშამ.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას უმალვე გამოეხმაურა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ:
„სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან თამაში, რადგან უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება. რუს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი ხდება“, - დაწერა სოციალურ ქსელში „ბაიერნის“ ვარსკვლავმა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და პოლონეთის მატჩი 24 მარტსაა დაგეგმილი, უეფამ მხოლოდ მისი ნეიტრალურ ადგილას გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე ჯგუფში არიან ჩეხეთისა და შვედეთის ნაკრებები, რომლებმაც შესაძლოა პოლონეთს მხარი დაუჭირონ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეეეეეეე ეხლა ესენი ფიფამ და უეფამ არ დასაჯოოოოოოს @ ლევანდოვსკის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი ბევს დაკარგავს ! მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ფიფა და უეფა დახარბდება ისევ რუსების ფულს და წაგებას ჩაუთვლის პოლონეთს @@
როგორ არ ეკისრება შე გამოფეხბურთელებულო?
არ დაეკისრებოდა, რომ გამოსულიყვნენ და დაეგმოთ!
ხვიჩა, ეხლა გაქვს სასწაული მომენტი გაექცე ხაფანგს! შენ ვერავინ დაგსჯის ამის გამო! შენ ჭირდები ნაკრებს და ქვეყანას არა როგორც რუბინის ფეხბურთელი, არამედ მადრიდის რეალის ვარსკვლავი! წამოდი და იქნები მეორე რონალდო, ეს ნამდვილად ვიცი!
ჯერ ადრეა გამოქცევა ! ჯერ მოიცადოს სანამ ფიფა და უეფა რუსეთს სანქციებს დაუწესებს ! და ამაში ლონდონის და ჟენევის სასამართლოებიც მიბაძავენ (რუსებმა რიმ ვერ უჩივლონ იქ ხვიჩას)
ხო კაი ... პუტინის მონა ფიფა რას ამბობთქო?
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
სად არიან გამოვიდნენ ეხლა პუტლერისტები და იძახონ სად სპორტი , და სად პოლიტიკაო.
თავისუფლებას და ადამიანობას გაუმარჯოს ამ ქვეყანაზე.
თორემ მონები რომლებიც ირგვლივ ბევრნი არიან ამას მაინც ვერ გაიგებენ.
ვენაცვალე სულში პოლონელებს!