სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:16 | 13.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის 90 წუთი და "ვალენსიას" წაგება "ალავესთან" (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 1:2 დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.

ქართველი მეკარის კარის ჩარჩოში მასპინძლებმა 5-ჯერ დაარტყეს და გიორგიმ 3 ბურთი მოიგერია. მათ შორის, მეორე წუთზე მამადუ ლუმის რთული დარტყა, მერე კი მე-14 წუთზე კიდევ უფრო რთულ მომენტში გონსალო ესკალანტეს დარტყმისგან იხსნა „ვალენსია“, მაგრამ აქ არ გაუმართლა, რადგან დამატებაზე ლუმმა ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში მამარდაშვილმა კიდევ ერთი სეივი ჩაიწერა აქტივში, ამჯერზე შორიდან რუბენ დუარტეს დარტყმა უკუაგდო.

მეორე ტაიმში „ვალენსიამ“ გონსალო გედეშის პენალტით გაათანაბრა, მაგრამ 76-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მათი კარის მიმართულებითაც დაინიშნა და გიორგის კარი პენალტით ხოსელუმ დალაშქრა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ ქართველი კიპერის თამაში 6.6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა 6.5 ქულით, რაც სტუმართა შორის გოლის ავტორ გედეშის შემდეგ, მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ მესამედ ითამაშა. მთლიანობაში მის აქტივში მიმდინარე სეზონში 9 მატჩია - 8 ლა ლიგაში და ერთიც თასზე, კარი კი მშრალად სამჯერ შეინახა. „ვალენსია“ ცუდ ფორმაშია და 30 ქულით მე-12 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში 20 თებერვალს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.240386
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X