ჩოგბურთი

20:26 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი AUS Open-ზე ისევ ენდი მარის შეხვდება

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ბრიტანელ ენდი მარის შეხვდება. ამრიგად, ქართველს მასთან ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

მოგეხსენებათ, 29 წლის ნიკოლოზი მარის სიდნეის ტურნირზე 12 იანვარს შეხვდა და სამ სეტში, 7:6, 6:7, 3:6 წააგო. ეს ჩოგბურთელები კარიერაში ორჯერ შეხვედრიან და ორჯერვე შოტლანდიელმა იმარჯვა. გუშინდლამდე კი 2021 წლის 28 ივნისს, უიმბლდონზე მარიმ ოთხ სეტში 3:1 მოიგო (6:4, 6:3, 5:7, 6:3).

ბასილაშვილი, რომელიც ATP რეიტინგში 23-ე ნომერია და AUS Open-ზე 21-ე ნომრადაა განთესილი, ჯერჯერობით საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს და ბოლო 5 თამაში წაგებული აქვს. მან ბოლოს 25 ოქტომბერს, პაბლო კარენო-ბუსტასთან მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი წრე ვერ დაძლია და შედეგის გაუმჯობესებას მარისთან ეცდება, რომელიც რეიტინგის 135-ე ნომერია. გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე წრეში პაბლო კუევასსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ენდი მარის შეხვედრა კი 17 იანვარს, თბილისის დროით დილის 4 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122362