თბილისის „საბურთალოს“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დმიტრი მანდრიჩენკო კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში, „ინჰულეცში“ გააგრძელებს.
როგორც უკრაინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მოლდოველმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და 43-ნომრიანი მაისური მოირგო.
შეგახსენებთ, რომ დმიტრი მანდრიჩენკომ „საბურთალოში“ 2021 წლის სეზონი გაატარა და ყველა ტურნირზე თბილისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.