საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ჯგუფი საინტერესოა და საქართველოს მის მოგებას ეცდება.
"საქართველო საინტერესო ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იქნებიან. მაკედონია ქართული ფეხბურთისთვის ცუდ მოგონებებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რევანშის აღება სურთ. ბულგარეთთანაც ახლახანს ჩავატარეთ ამხანაგური მატჩი, თუმცა ოფიციალურ თამაშს სულ სხვა კონტექსტი აქვს. გიბრალტარიც მებრძოლი გუნდია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ჯგუფის მოგება, თუკი შევინარჩუნებთ იმ დისციპლინას, რომელიც ბოლო ორ თვეში ვიხილეთ. მარტში ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური თამაში გველოდება, რომელიც ერთა ლიგის ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი იქნება", - ციტირებს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური სანიოლის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე ასპარეზობას 2 ივნისს, გიბრალტართან მატჩით დაიწყებს. ჯგუფური ეტაპის კალენდარი შეგიძლიათ სრულად იხილოთ აქ.