საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონში C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში ითამაშებს, სადაც ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
წილისყრის შემდეგ ამჯერად გაირკვა კალენდარიც. საქართველოს ნაკრები პირველ ტურში 2 ივნისს და ბოლო ტურში 26 სექტემბერს ითამაშებს - ორივე შემთხვევაში გიბრალტარის წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების კალენდარი
I ტური, 2 ივნისი, 2022
საქართველო - გიბრალტარი
ბულგარეთი - ჩრდილოეთ მაკედონია
II ტური, 5 ივნისი, 2022
ბულგარეთი - საქართველო
გიბრალტარი - ჩრდილოეთ მაკედონია
III ტური, 9 ივნისი, 2022
ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო
გიბრალტარი - ბულგარეთი
IV ტური, 12 ივნისი, 2022
საქართველო - ბულგარეთი
ჩრდილოეთ მაკედონია - გიბრალტარი
V ტური, 23 სექტემბერი, 2022
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
ბულგარეთი - გიბრალტარი
VI ტური, 26 სექტემბერი, 2022
გიბრალტარი - საქართველო
ჩრდილოეთ მაკედონია- ბულგარეთი
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს სამივე მეტოქის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვს. გიბრალტართან გააჩნია მხოლოდ დადებითი ბალანსი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან კი - უარყოფითი.