ფეხბურთი

22:15 | 13.12.2021 | ნანახია 0 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კალენდარი და მატჩების განრიგი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია და ახლა ისიც გახდა ცნობილი, თუ რომელ დღეს, რომელი მატჩი გაიმართება.

მერვედფინური ეტაპი 15 თებერვალს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება. თითო დღეს გულშემატკივარი ტრადიციულად ორ მატჩს იხილავს და კალენდარი ასეთია:

პირველი მატჩები

15 თებერვალი

„სპორტინგი“ (პორტუგალია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) – „რეალი“ (ესპანეთი)

16 თებერვალი

„ინტერი“ (იტალია) – „ლივერპული“ (ინგლისი)
„ზალცბურგი“ (ავსტრია) – „ბაიერნი“ (გერმანია)

22 თებერვალი

„ჩელსი“ (ინგლისი) – „ლილი“ (საფრანგეთი)
„ვილიარეალი“ (ესპანეთი) – „იუვენტუსი“ (იტალია)

23 თებერვალი

„ბენფიკა“ (პორტუგალია) – „აიაქსი“ (ნიდერლანდები)
„ატლეტიკო“ (ესპანეთი) – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი)

საპასუხო მატჩები

8 მარტი

„ბაიერნი“ (გერმანია) – „ზალცბურგი“ (ავსტრია)
„ლივერპული“ (ინგლისი) – „ინტერი“ (იტალია)

9 მარტი

„რეალი“ (ესპანეთი) – „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი)
„მანჩესტერ სიტი“ – „სპორტინგი“ (პორტუგალია)

15 მარტი

„აიაქსი“ (ნიდერლანდები) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – „ატლეტიკო“ (ესპანეთი)

16 მარტი

„ლილი“ (საფრანგეთი) – „ჩელსი“ (ინგლისი)
„იუვენტუსი“ (იტალია) – „ვილიარეალი“ (ესპანეთი)

ნიშანდობლივია, რომ წილისყრა ორჯერ გაიმართა! პირველი წილისყრისას უეფას წარმომადგენლებს შეცდომა მოუვიდათ, რის გამოც პირველი წილისყრის შედეგები გაუქმდა.

ეს უჩვეულო შემთხვევაა და ისტორიაში პირველად მოხდა. მიზეზი? წილისყრის დროს შეცდომა იქნა დაშვებული. "ვილიარეალის" მეტოქედ კალათიდან "მანჩესტერ იუნაიტედი" ამოიღეს, რაც დაუშვებელი იყო, რადგან ეს გუნდები ერთ ჯგუფებში თამაშობდნენ. გარდა ამისა, "ატლეტიკოს" მეტოქე როცა ირკვეოდა, მის შესაძლო მეტოქეებს შორის "მანჩესტერის" ბურთულა კალათაში არ იყო მოთავსებული, არადა, ინგლისურ და ესპანურ გუნდებს ერთმანეთთან თამაშის უფლება ჰქონდათ.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:05 | 10.08.2016
kolorado (229)

ზაზა მართლაც ღირსეული კაცია ....... მარკოიშვილზე რა ხდება არ შეიძლება ფედერაციამ განხ=ცხადება გააკეთოს ?

20:25 | 10.08.2016
berodaviti (4285)

თან ანალიზი მიზანსწრაფული, ბრავო კაპიტანო, იმრავლოს გვარმა, უფალს ვებარებოდეთ !

10:52 | 10.08.2016
ben10 (575)

მარკოიშვილის თამაში როდის უნდა გადაწყდეს?

10:47 | 10.08.2016
Buratino (3505)

ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსეული და საამაყო კაპიტანი

10:43 | 10.08.2016
პანტელეიმონი (4347)

სუპერ ზაზა ! ! !

07:07 | 10.08.2016
dinamo222 (8587)

ზაზაა შე მაგარო ! იცოდე წელს ნაკრებშიც უნდა დაბრდღვნა ყველა და ნბა ს ბეჭედიც დაითრიო !!

02:18 | 10.08.2016
l_e_o_n_i (340)

Genacvaket bichebo, magrad gvjera tqveni. Warmatebebi zaza axal klubshi, martla magari kaci xar dzmao...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067618