ფეხბურთი

23:07 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

15 წლის სოსო კოპალიანი ეროვნული ლიგის რეკორდსმენი გახდა

თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარე სოსო კოპალიანი საქართველოს ეროვნული ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ითამაშა.

„დინამო თბილისთან“ მატჩში „ლოკოს“ მეკარემ 15 წლის ასაკში ითამაშა და ეს რეკორდია! ეროვნულ ლიგაში დებიუტი ამაზე ახალგაზრდულ ასაკში არავის ჰქონია. კოპალიანმა სადებიუტო თამაშში 3 გოლი გაუშვა და ყვითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდი კი 2:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ კოპალიანი „ლოკომოტივს“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. სხვათა შორის, მან რეკორდი 2020 წლის სეზონშიც დაამყარა, მაშინ „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა და სამატჩო განაცხადში 13 წლის ასაკში მოხვდა, რაც ასევე რეკორდია.

0.121642