უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში ნიკა სიჭინავას „კოლოსი“ სტუმრად „დესნას“ დაუპირისპირდა და ქართველი ფორვარდის გოლით 1:0 მოიგო.
სიჭინავა თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო და 11 წუთში გამარჯვების გოლი ჩაიწერა საკუთარ აქტივში. სიჭინავამ ბურთი საჯარიმოში მიიღო და ზუსტად დარტყმა მოახერხა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
27 წლის ფეხბურთელმა უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-13 მატჩში თავი პირველად გამოიჩინა. ის გასულ სეზონში „ინჰულეცის“ ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.
„კოლოსს“ 14 თამაში აქვს ჩატარებული, 14 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა.