საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბათუმში ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის 21-წლამდე ნაკრები 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩს ადგილობრივი მედია გამოეხმაურა, მათ შორის Daily Mail-ი, The Sun-ი და BBC-ი.
The Sun: „ახალგაზრდა ლომები გაოგნებულნი დარჩნენ ევრო 2023-ის მასპინძლებთან ამხანაგურ მატჩში, დაგვიანებული ბრძოლის მიუხედავად. ინგლისმა მეორე ტაიმი კოშმარულად დაიწყო, როდესაც გულიაშვილმა ეტიენ გრინს აჯობა. კარსლის ბიჭების საშინელებათა შოუ დასრულდა, როდესაც გოჩოლეიშვილმა ანგარიში 3:0 გახადა. მან ლუკ თომასი მოატყუა, მარჯვნიდან საჯარიმოში თავისუფლად შეიჭრა და შორეულ კუთხეში გაიტანა“.
Daily Mail: „ახალგაზრდა ლომებმა უხერხული მარცხი განიცადეს და ლი კარსლიმ პირველი თამაში წააგო“.
BBC: „ინგლისის 21-წლამდე ნაკრები მოულოდნელად ბათუმში, გახარებული მასპინძელი ფანების წინაშე საქართველოს წინააღმდეგ 2:3 დამარცხდა. ინგლისი 0:3 მარცხდებოდა და ბოლოს ორი გოლი გაიტანა, მაგრამ საქართველოს გამარჯვება დამსახურებული იყო“.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ის შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია, რადგან ფინალური ეტაპის თანამასპინძელია რუმინეთთან ერთად. აქვე გეტყვით, რომ საქართელოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოიგო (აზერბაიჯანთან, სლოვაკეთთან, ბელარუსთან, ინგლისთან) და ერთხელ ფრე ითამაშა (რუმინეთთან).