საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბათუმში ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლა და ძალიან დამაჯერებლად, 3:2 დაამარცხა!
რამაზ სვანაძის გუნდი ალბიონელებს ყველა კომპონენტში აჯობა და შესანიშნავი თამაში აჩვენა. ის, რაც მოედანზე ხდებოდა, შედეგში სრულად აისახა და ქართველმა ფეხბურთელებმა დამსახურებულად იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრები 24-ე წუთზე დაწინაურდა, როცა გიორგი გულიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. პირველი ნახევარი მთლიანობაში თანაბარი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში სვანაძის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა.
47-ე წუთზე გულიაშვილმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 65-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ნამდვილი შედევრი შექმნა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა და ანგარიში 3:0 გახადა. დარჩენილ დროში ინგლისის ნაკრებმა ორი ბურთი გაქვითა. ჯერ სემ გრინვუდმა გაიტანა, ხოლო შემდეგ მსაჯის მიერ კომპენსირეულ დროში გუეიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ამას თამაშზე გავლენა არ მოუხდენია და 21-წლამდელებმა ტესტ-მატჩში, მაგრამ მაინც უდაოდ გამოსარჩევი გამარჯვება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ის შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია, რადგან ფინალური ეტაპის თანამასპინძელია რუმინეთთან ერთად. აქვე გეტყვით, რომ საქართელოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოიგო (აზერბაიჯანთან, სლოვაკეთთან, ბელარუსთან, ინგლისთან) და ერთხელ ფრე ითამაშა (რუმინეთთან).
საქართველო (U21) - ინგლისი (U21) 3:2 (1:0)
ბათუმი, „აჭარებეთარენა“
საქართველო: მამარდაშვილი; ლ. გაგნიძე, გაგუა, გელაშვილი (დარცმელია 88), გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 80), გულიაშვილი, კალანდაძე, ხარაბაძე, ხვადაგიანი (ჯინჯოლავა 88), მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (ნ. გაგნიძე 71)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
ინგლისი: გრინი; ბალოგუნი (გრინვუდი 36), ბრიუსტერი, ქრიუსველი, დოილი, დრამე (აარონსი 77), გარნერი (სკიპი 77), გიბს-უაიტი, გომესი (გორდონი 67), მოლა, ტომასი (გუეი 77)
მწვრთნელი: ლი კერსლი
გოლები: 1:0 გულიაშვილი (24), 2:0 გულიაშვილი (47), 3:0 გოჩოლეიშვილი (65), 3:1 გრინვუდი (81), 3:2 გუეი (90)
გაფრთხილება: გაგუა (53) - ქრიუსველი (53), გარნერი (72)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 14 (6) ბურთის ფლობა: 39%-41% კუთხურები: 9:6 ჯარიმა: 14:11