ფეხბურთი

0:55 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ვემზადები ახალი გამოწვევისთვის"

შოთა არველაძე ახალი გამოწვევის მოლოდინშია. ქართველმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა და თითქოს ახალი სამსახურის შესახებ მინიშნება გააკეთა.

„ვემზადები ინგლისური ენის გამოცდებისთვის და ახალი გამოწვევისთვის“, - დაწერა მან.

არველაძეს ბოლო პერიოდში ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ „ჰალ სიტის“ უკავშირებდნენ და შესაძლოა, სტატუსი ამასთან კავშირში იყოს. თურქული მედია ცოტა ხნის წინ წერდა, რომ „ჰალს“ თურქი ბიზნესმენი ყიდულობს, რომელიც შოთას მეგობარია და ის მთავარ მწვრთნელად ქართველს იწვევს.

ისიც ვთქვათ, რომ არველაძე „რეინჯერსსაც“ დაუკავშირეს, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტი სტივენ ჯერარდის „ასტონ ვილაში“ გადაბარგების შემდეგ ვაკანტურია. შეგახსენებთ, შოთა არველაძე ბოლოს „ფახთაქორში“ მუშაობდა, მაგრამ უზბეკური გუნდი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

0.114743