საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 23-წლამდე ჩემპიონია! ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრებს 4:2 მოუგეს და პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლნენ.
ფინალური დუელი ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვებით გაიხსნა, რასაც ლუკა კაპანაძის და მარიამ ჭანტურიას მარცხი მოჰყვა და რუსეთი 2:1 დაწინაურდა. თუმცა, მომდევნო სამი ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ნიკა ხარაზიშვილმა, სოფიო სომხიშვილმა და საბა ინანეიშვილმა მეტოქეებს შანსი არ მისცეს და საქართველო ევროპის ჩემპიონი გახდა.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში მასპინძელ უნგრეთს 4:3 აჯობა. ლუკა კაპანაძემ ორი, მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო, ხოლო ასევე ეგამარჯვებები მოიპოვეს ეთერ ლიპარტელიანმა და სოფიო სომხიშვილმა, წააგეს მარიამ ჭანტურიამ, საბა ინანეიშვილმა და ნიკა ხარაზიშვილმა, თუმცა, ეს გუნდს ძვირად არ დაუჯდა. ხოლო მანამდე, მეოთხედფინალში ფავორიტი საფრანგეთი 4:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში თავიანთი ბრძოლები გელა ზაალიშვილმა, ალეკო მამიაშვილმა, ნიკა ხარაზიშვილმა და მარიამ ჭანტურიამ მოიგეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება (გოგონების და ბიჭების) ისტორიაში პირველად მოიგო. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურადაც შესანიშნავად იასპარეზა და ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი აზრით დიდებში უკვე დამკვიდრებული ძიუდოსიტების ასეთ ტურნირებზე გაყვანა არ არის სწორი. მაგალითად გრიგალაშვილს აქვს ძალიან დიდი პოტენცია რომ დიდი შედეგები დადოს, თან ძლიერი კონკურენტებიც ჰყავს და ნაცვლად იმისა ძალიან დიდი სიფრთხილით გაიწეროს მისი გეგმები, მიჯრით აჭიდავებენ ყველგან და ყველასთან, დიდებშიც და ახალგაზრდებშიც....
აბსოლუტურად გეთახმები და იგივე ეხება სულამანიძესაც. დიდებში როცა დადებ შედეგ ასაკობრივ ნაკრებებში აღარ უნდა წაიყვანონ. ეთერს აქვს ცოტა რეგრესი... სასწრაფოდ მისახედია ქალთა ძიუდო
წარმატებაა გასაგებია მაგრამ ზოგადად ვერ ხვდები ეს 23 წლამდე მსოფლიო ან ევროპის ჩატარების აზრს. ფინანსური მხარეა სპორტული მხარე 0 პირადად ჩემთვის
21,22,23 წელი წიუდოსიტისთვის არანაირ ასაკობრივს არ ნიშნავს,
წარმატებაა! თუმცა ეგ არ არის დღევანდწლი ფედერაციის დამსახურება! ამის საფუძველი დიდი ხნის წინ არის ჩაყრილი და ეხლა გამოიღო შედეგი! დღევანდელი არც ძიუდოს ფედერაციის არ მჯერა
აბა რომრლი ფედერაციის? 2020 პროექტი ქევხიშვილის არ არის?
მშვენიერია.
ჩვენი ძიუდო გალობს, ჭიკჭიკებს. კარგი პერიოდი გვიდგას.