ფეხბურთი

10:23 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი“ აზარით დაინტერესდა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, ედენ აზარი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ნიუკასლის“ ფეხბურთელი გახდეს - გვამცნობს ესპანური AS.

წყაროს ინფორმაციით, „რეალმა“ უკვე „დააყენა“ აზარი ტრანსფერზე და მზადაა ნებისმიერი წინადადება განიხილოს კლუბებისგან.

არაბი ინვესტორების მისვლის შემდეგ, „ნიუკასლში“ ახალი ეპოქა იწყება და როგორც ჩანს, პირველი შენაძენი ბელგიელი ვარსკვლავი იქნება.

შეგახსებთ, რომ აზარს „სამეფო კლუბში“ კარიერა ვერ აეწყო მუდმივი ტრავმების გამო. არადა, ერთ დროს „ოქროს ბურთის“ ნომინანტიც კი გახლდათ.

0.108529