უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურში ბელგიური „გენტი“ ბელგრადში „პარტიზანს“ ესტუმრა და სვენ კუმსის ერთადერთი გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ბელგიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მე-80 წუთამდე ითამაშა, მაგრამ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღია. „გენტმა“ ამ გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა და იმავე „პარტიზანს“ 3 ქულით უსწრებს, შედეგად, პირველი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „სლოვანმა“ შინ გიბრალტარის „ლინკოლნი“ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და მიმდინარე კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონის რიგებში შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანს“ 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ჩარმოჩება რა, ლიდერ პაოკ-ს 3 და „კოპენჰაგენს“ 2 ქულით.