ფეხბურთი

10:50 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: „ბენზემა ფანტასტიკური ფეხბურთელია“

ერთა ლიგის ფინალში, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, თავისი გუნდის თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს.

„კარიმი ჩვენი ნაკრების საკვანძო მოთამაშეა და ეს მან ბოლო ორ მატჩშიც დაამტკიცა. ფანტასტიკური ფეხბურთელია. კარიმი ის აღარ არის, 2015 წელს რომ იყო. პიროვნულადაც ძალიან გაიზარდა. პირველ სანაკრებო ტიტულს ვულოცავ.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს L’Equipe.

ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთმა ესპანეთს 2:1 მოუგო. გამარჯვებულთაგან გოლები კარიმ ბენზემამ და კილიან მბაპემ გაიტანეს. ესპანელთაგან თავი მიკელ ოიარსაბალმა გამოიჩინა.

0.11236