მარსელის „ოლიმპიკის“ ლეგენდარული პრეზიდენტი ბერნარ ტაპი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
ტაპი 78 წლის იყო და ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, რომლის დამარცხება ვერ მოახერხა.
ბერნარ ტაპი „მარსელს“ 1986-1994 წლებში ხელმძღვანელობდა და 1988-1992 წლებში გუნდი ზედიზედ ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. სწორედ ტაპის მმართველოს პერიოდშ მიაღწია „მარსელმა“ ყველაზე დიდ წარმატებას და 1993 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.