სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:10 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ქამ-ბექი ფლორენციაში და 1 500-ე გამარჯვება სერია A-ში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურმა სტატრი სამი მატჩით აიღო და სამივე ძალზე საინტერესოდ წარიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს რა თქმა უნდა, „ფიორენტინა“ – „ინტერის“ დაპირისპირება იწვევდა.

მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი კარგად დაიწყო, ისევე, როგორც ფლორენციელებმა, რომლებმაც წინა ოთხ ტურში 9 ქულა მოიპოვეს და „ნერაძურისთან“ მატჩს თავდაჯერებულები შეხვდნენ. ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა „ინტერთან“ თამაში შესანიშნავად დაიწყო, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, ხოლო 23-ე წუთზე სოტილის გოლით დაწინაურდა კიდეც. თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა, შემდეგ „ვიოლამ“ საინტერესო ვერაფერი გააკეთა, ხოლო „ინტერმა“ თამაში შეატრიალა. მეორე ტაიმის სტარტზე, სამწუთიან ინტერვალში მატეო დარმიანმა და ედინ ჯეკომ წინ გაიყვანეს სტუმრები, მატჩის მიწურულს კი ივან პერიშიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ინტერი“ 13 ქულით ლიდერია და სხვათა შორის, ეს იყო სერია A-ში მისი 1 500-ე გამარჯვება.

ბერგამოს „ატალანტა“ ოთხეულში შევიდა, მას მერე, რაც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა საკუთარ კედლებში „სასუოლოს“ ძლევა მოახერხა პირველივე ტაიმში რობინ გოსენსისა და დავიდე ძაპაკოსტას გოლებით. მართალია, ტაიმის ბოლოს დომენიკო ბერარდიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და „ატალანტამ“ 10 ქულას მოუყარა თავი.

კიდევ ერთი თამაში „ბოლონიასა“ და „ჯენოას“ შედგა, სადაც უგოლო ტაიმის შემდეგ მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, თუმცა გენუელებმა ორჯერვე გაათანაბრეს და მნიშვნელოვანი ქულით მოახერხეს შინ დაბრუნება.

„ატალანტა“ – „სასუოლო“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 გოსენსი (3), 2:0 ძაპაკოსტა (37), 2:1 ბერარდი (44)

„ფიორენტინა“ – „ინტერი“ 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 სოტილი (23), 1:1 დარმიანი (52), 1:2 ჯეკო (55), 1:3 პერიშიჩი (87)

„ბოლონია“ – „ჯენოა“ 2:2 (0:0)

გოლები: 1:0 ჰიკი (49), 1:1 დესტრო (55), 2:1 არნაუტოვიჩი (85, პენ), 2:2 კრიშიტო (89, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.179925
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X