ბრიტანელ ჯოი სალისბერის დღევანდელი დღე არასდროს დაავიწყდება - მან აშშ-ის ღია პირველობაზე, წყვილთა ტურნირებზე ჩემპიონის ორი ტიტული მოიპოვა. მამაკაცთა წყვილებში მოპოვებულ თასს, მოგვიანებით მან შერეულ წყვილებში ტრიუმფიც დაამატა.
ამჯერად, მისი პარტნიორი ამერიკელი დეზირე კრავჩიკი იყო. მათმა წყვილმა, ფინალში მექსიკელ ხულიანა ოლმოსს და ელ სალვადორის მარსელო არევალოს 7-5, 6-2 მოუგო. კრავჩიკისთვის ეს შერეულ წყვილებში მოპოვებული ზედიზედ მესამე ტიტულია. პირველი ორი როლან გაროსზე და უიმბლდონზე მოიგო.
სხვათა შორის, სალისბერიმაც შერეულთა წყვილების ზედიზედ მესამე ფინალი ითამაშა და მეორედ მოიგო. პირველად ეს როლან გაროსზე მოხდა, უიმბლდონზე კიკორტი წაგებულმა დატოვა.
2010 წლის შემდეგ, 29 წლის სალისბერი პირველი ჩოგბურთელია, ვინც აშშ-ის ღიაზე წყვილებში ორი ტიტული მოიპოვა. 2010 წელს ეს ამერიკელმა ბობ ბრაიანმა შეძლო.