ფეხბურთი

20:38 | 3.09.2021 | ნანახია NaN - ჯერ

მარიო მანჯუკიჩმა კარიერა დაასრულა

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო მანჯუკიჩმა კარიერა დაასრულა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

მანჯუკიჩი ბოლოს „მილანის“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით გასულ სეზონში 11-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია. 35 წლის ფეხბურთელმა კარიერა „მარსონიაში“ დაიწყო, საიდანაც „ზაგრებში“ გადავიდა, შემდეგ კი ზაგრების „დინამოს“ მაისური მოირგო.

უცხოეთში მისი პირველი კლუბი „ვოლფსბურგი“ იყო, შემდეგ მიუნხენის „ბაიერნში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „იუვენტუსსა“ და „ალ-დუჰაილში“ ითამაშა. ხორვატიის ნაკრებში 89 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 2018 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მანჯუკიჩი ხორვატიის, გერმანიისა და იტალიის ჩემპიონია, ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ამავე ტურნირის ორ სხვადასხვა ფინალში ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით შეძლო გოლის გატანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:16 | 25.03.2020
ბაბუ პერესი (16691)

იგივე ნეიმარი ასჯერ უფრო ნიჭიერია ვიდრე კრისტინა მაგრამ კრისტინას დონეს ვერასდროს ვერ დადებს იმიტომ რომ კაი პოხუისტი ტიპია ეგეც

19:14 | 25.03.2020
ბაბუ პერესი (16691)

ნანის რონალდუზე ნაკლები ნიჭი ნაღდად არ ქონდა მაგრამ კრისტინასავით მონდომებული,დისციპლინირებული და პროფესიონალი არ ყოფილა არასდროს.არ ვამბობ იმას რომ კრისტინა უნიჭოა(უნიჭო ვერ ითამაშებს რონალდუს დონეზე)მაგრამ კრისტინაზე გაცილებით ნიჭიერმა ფეხბურთელებმა ბევრი ვერაფერი ვერ ითაშეს(თუნდაც რობინიომ კრისტინას თაობაა ეგეც)ამან კი დაუღალავი შრომით იმაზე ბევრად მეტს მიაღწია ვიდრე ელოდნენ

0.068419