ფეხბურთი

23:27 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომის "ლაციომ" მატია ძაკანი დაიმატა

რომის „ლაციომ“ „ჰელას ვერონას“ შემტევი ნახევარმცველი მატია ძაკანი დაიმატა. „არწივებს“ 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელსა და კლუბს შორის პირად კონტრაქტზე მიღწეული შეთანხმების დეტალები.

ძაკანი „ლაციომ“ მას შემდეგ შეიძინა, რაც ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერი ჩაიშალა. იტალიელი „ვერონას“ ლიდერი იყო და მიმდინარე სეზონში ორ მატჩში ორი გოლის გატანა მოასწრო, ხოლო გასულ სეზონში 36 შეხვედრაში თავი ხუთჯერ გამოიჩინა. ძაკანის ასევე უთამაშია „ვენეციასა“ და „ჩიტადელაში“

0.122606