ავტოსპორტი

2:55 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის 2021 წლის კალენდარი 22 რბოლამდე შემცირდა

ფორმულა 1-მა გამოაცხადა, რომ მიმდინარე ჩემპიონატის კალენდარი ერთი რბოლით, 22-მდე შემცირდა. გამოქვეყნდა დარჩენილი რბოლების კალენდარი, რომელშიც ერთი ადგილი, 21 ნოემბრისა, ჯერაც ვაკანტურია და მასპინძლის გამოცხადებას ელის.

დიდი ალბათობით, ვაკანსიას ყატარი შეავსებს, რომლის დიდი პრიზის ორგანიზატორებიც, ფ1-თან მოლაპარაკებას აწარმოებენ. კალენდარში მისი ჩასმის შემთხვევაში, სეზონს სამი ახლო აღმოსავლური ეტაპი დაასრულებს.

შეიცვალა ძველი თარიღებიც. კერძოდ, თურქეთის, მექსიკის და ბრაზილიის ეტაპები, ერთი კვირით უკან გადასწიეს. თავიდან ვაკანტური რბოლა 28 ნოემბრისთვის იყო დანიშნული, მაგრამ ამ შემტხვევაში, ზედიზედ სამი რბოლა, ერთკვირიანი შუალედით უნდა გამართულიყო, რაც გუნდებს და მათს პერსონალს, გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიდა.

2021 წლის სეზონის დარჩენილი ეტაპები

  1. ჰოლანდია, ცანდფოორტი - 5 სექტემბერი
  2. იტალია, მონცა - 12 სექტემბერი
  3. რუსეთი, სოჭი - 26 სექტემბერი
  4. თურქეთი, ისტანბული - 10 ოქტომბერი
  5. აშშ, ოსტინი - 24 ოქტომბერი
  6. მექსიკა, მექსიკო 7 ნოემბერი
  7. ბრაზილია, სან პაულუ - 14 ნოემბერი
  8. გამოცხადდება - 21 ნოემბერი
  9. საუდის არაბეთი, ჯედა - 5 დეკემბერი
  10. აბუ დაბი - 12 დეკემბერი
თეგებიფორმულა 1ფ1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114148