ფეხბურთი

21:32 | 30.08.2021 | ნანახია 1382 - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძე "სერენში" დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიურ „სერენში“ დაბრუნდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და ქართველი ფორვარდი გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდება.

„სერენმა“ გიორგი „მეციდან“ ერთი სეზონით ინათხოვრა და ამრიგად, 20 წლის ფორვარდი ბელგიის იუპილერ ლიგაში ითამაშებს, სადაც ჟორდი კონდომის გუნდი სწორედ მისი დიდებული თამაშის წყალობით აღზევდა. მიქაუტაძემ გასულ სეზონში ქვედა ლიგაში 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ზაფხულში „მეცს“ დაუბრუნდა, რომლის მაისურით ლიგა 1-ში ერთხელ ითამაშა, მაგრამ ფრანგებმა ისევ გაანათხოვრეს.

“სერენს“ ბელგიის იუპილერ ლიგაში 6 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 12 სექტემბერს, ლიეჟის „სტანდარდთან“ გამართავს და სავარაუდოდ, მიქაუტაძეც ამ მატჩისთვის გუნდის დახმარებას მოახერხებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:18 | 31.08.2021
lagashi (6738)

კარგია….

10:23 | 31.08.2021
fidofido (3392)

ეხლა გამოჩნდება რეალურად რას წარმოადგენს

01:57 | 31.08.2021
dinamo222 (8587)

საერთოდ უნდა წამოვიდეს იმ მეციდან !

0.132257