„ვალენსია“ – „ალავესის“ მატჩის შემდეგ ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა „ლოს ჩეს“ ფეხბურთელების თამაში შეაფასა. მათ შორის, რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილისაც, რომელმაც კარი მშრალად შეინახა.
„ამჯერად მის კართან ნაკლები საფრთხე იყო, ვიდრე წინა შეხვედრებში, მაგრამ მშვიდად გაუმკლავდა იმ მომენტებს, რომელიც შეიქმნა. ჯერ გუიდეტის დარტყმა აიღო და შემდეგ მაიზგას თავური“, - წერს As-ი.
შეგახსენებთ, 20 წლის ქართველს ლა ლიგის სამ ტურში ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული და ორჯერ კარი მშრალად შეინახა - ბრწყინვალე შედეგია. ამას თუ დავუმატებთ, რომ მანამდე ოთხი ამხანაგური მატჩიდან სამჯერ შეინახა კარი მშრალად, სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავი ხდება.
„ვალენსიამ“ „ალავესს“ ძალიან იოლად მოუგო დანიელ ვასის, კარლოს სოლერისა და გონსალო გედეშის გოლებით (3:0). ხოსე ბორდალასის გუნდს 7 ქულა აქვს და ამ დროისთვის ლიდერია. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის მერე, 12 სექტემბერს, სტუმრად „ოსასუნასთან“ ჩაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სანაკრებო პაუზის მერეც თუ ენდო ბორდალასი, მერე ალბათ მთელი სეზონი პირველი მეკარე იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სილესენი არსად წავიდა.
ქოჩორაშვილი სადაა დაკარგული, ლევანტეს განაცხადშიც რომ ვერ ხვდება ?
Mamarda mxecia,scori gza airchia da safexburto igbalmac gadmoxeda am bichs,uishviatesi shemtxvevaa qartveli fexburtelistvis,neta chakvetazes da kvarcxeliasac eshvelos da miqautizes misces gmertma igbali
რეალში გადავა მალე
გული იმაზე მისკდება რომ ჯანო ანანიძემ ვერ ითამაშა სადმე ევროპაში. რა, ესპანეთის დონეს ვერ გაქაჩავდა? კი, შეიძლება მთლად მოდრიჩის დონის ტალანტი არ იყო, მაგრამ თუნდაც ამ ვალენსიაში ვისზე ნაკლები იყო?
მამარდაშვილის სახით მაგარი მეკარე გვეზრდება მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა რომ ასე თუ გააგრძელა ფაქტიურად ჩვენი საფეხბურთო ელჩი გახდება ესპანეთში, რაც ნიშნავს რომ ესპანელები დააკვირდებიან ჩვენ ჩემპიონატს და ჩვენ ნიჭიერ ბიჭებს რუსეთის ჩემპიონატის მაგივრად ესპანეთში მოუწევთ კლასის ამაღლება. კარგი იქნება ფედერაციაც თუ იმუშავებს ამ კუთხით რომ გაადვილდეს ესპანეთში წასვლა აგერ კალათბურთის ფედერაციამ იმუშავა და კი ვხედავთ შედეგს.
ფედერაციის ნამუშევარს ვხედავთ რაც არის. ამდენი მილიონი დაიხარჯა და კონფერენც ლიგაზეც კი ვერ გავიდა ვერცერთი გუნდი. აზერბაიჯანს და სომხეთს ყავთ გუნდები
Federacia 0,dinamo tbilisi minus usasrulobaa,rac sheexeba alashkerts,floras da linkolns,naxet ra gzit moxvdnen jgufshi...batums aseti gundebi ro shexvedroda isic gavidoda...komentari zedmetia sherifze...yarabagisgan ar gamkvirvebia...Tumca sakaifod chaikukes rusulma sochma,rubinma,ukrainulma kolosma da zoriam da vorskla
შარშან და შარშანწინ მშვენიერი გზა გვქონდა ევროპალიგის ჯგუფში მოსახვედრად, მაგრამ მანდაც ჩავისვარეთ. ასე რომ...
ჩაისვარეს იმიტომ რომ კლასი არის ნოლი, რეალურად რომ გადახედო დინამოს შემადგენლობას ვინც კარგია ყველა გარბის და რჩებიან ისეთები რომლებიც საზღვარგარეთ უბრალოდ არავის არ უნდა ამას დამატებული აკადემიიდან ახალი დაწინაურებული ბავშვები ხოდა ამ გუნდით იასნია შედეგი არ იქნება. ოქრიაშვილი, ლორია, კანკავა, კაშია ამათი დამატება სავსებით რეალურია და ეს ის მინიმალური დონეა რითაც შეიძლება ჯგუფში მოვხვდეთ
შერიფის ან ყარაბახის დონის გუნდი რომ გავაკეთოთ ყოველ წელს ვითამაშებთ მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს, მაქსიმუმ 5 მილიონით რომ გაიზარდოს დინამოს სახელფასო ბიუჯეტი სრულიად საკმარისი იქნება რომ ნაკრების ფეხბურთელებს იგივე ხელფასი მივცეთ რასაც საზღვარგარეთ იღებენ და ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი შერიფზე ნაკლები კი არა უკეთესიც იქნება. და ამ ზედმეტად გადახდილ 5 მილიონს ორმაგად დაგიბრუნებს უეფა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ჩვენ ნიჭიერ ფეხბურთელებს ნახევარ მილიონებში რომ ვყიდით როცა ჯგუფურ ეტაპზე გამოიჩენენ თავს ათმაგად გავყიდით თან უკეთეს კლუბებში რაც კიდევ დამატებითი შემოსავალია. ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა რომ დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს
ალბათ გულზე სკდებიან კგბ-ს ფილიალები. ასეთი ტალანტი რანაირად გაეპარათ ევროპაში. გასკდით გულზე თქვე ბოღმა/შურიანებო!
ყოჩაღ! ყველა.ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გაიხარებს სუპერ ლიგებში! ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია! აბა კვარაცხელიასავით რუბინისნაირ კლუბში კი არ გადასულა! მიწვევები არც იქიდან დააკლდებიდა მაგრამ აგერ სად თამაშობს! წარმატებები
ყოჩაღ გიო! ღმერთო, შენ გაუმართე ხელი ყველა ქართველს და დაიფარე გასაჭირისგან!