ფეხბურთი

2:23 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის მორიგი მშრალი და კარგი მატჩი ლა ლიგაში (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსიამ“ „ალავესი“ 3:0 დაამარცხა და გიორგი მამარდაშვილმა ისევ 90 წუთი ითამაშა, თანაც კარი მშრალად შეინახა.

გიორგის ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია, სულ ორი სეივი შეასრულა, მაგრამ 56-ე წუთზე მეტ მაიზგას მართლაც რთული დარტყმა მოიგერია ეფექტური ნახტომით. 20 წლის ქართველს ლა ლიგის სამ ტურში ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული და ორჯერ კარი მშრალად შეინახა - ბრწყინვალე შედეგია. ამას თუ დავუმატებთ, რომ მანამდე ოთხი ამხანაგური მატჩიდან სამჯერ შეინახა კარი მშრალად, სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავი ხდება.

„ვალენსიამ“ „ალავესს“ ძალიან იოლად მოუგო დანიელ ვასის, კარლოს სოლერისა და გონსალო გედეშის გოლებით (3:0). ხოსე ბორდალასის გუნდს 7 ქულა აქვს და ამ დროისთვის ლიდერია. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის მერე, 12 სექტემბერს, სტუმრად „ოსასუნასთან“ ჩაატარებენ.

0.117671