ფეხბურთი

1:17 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს აგენტი ტურინშია: "მანჩესტერ სიტი" კრიშტიანუს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს

„მანჩესტერ სიტიში“ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი უფრო რეალური გახდა. 36 წლის თავდამსხმელის აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში ჩავიდა და კაზელეს აეროპორტიდან ფეხბურთელის სახლში გაეშურა.

ტურინში მენდეშის ჩასვლის მიზეზი ცხადია, ტრანსფერია, რადგან რონალდუს გუნდის დატოვება უნდა. იტალიური მედიის ცნობით, ჰარი კეინის ტრანსფერის ჩაშლის მერე „სიტი“ რონალდუს დამატებას ეცდება და ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს. შესაბამისად, ჯერი ახლა კლუბებს შორის შეთანხმებაზეა.

რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი აკავშირებს და რა თქმა უნდა, მას უფასოდ არ შეელევა და 25-30 მილიონ ევროდ აფასებს ან მზადაა სანაცვლოდ სხვა ფეხბურთელი მიიღოს. ტურინელებს ძალიან მოსწონთ ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ჟესუსი და „იუვე“ ამ ბარტერზე თანახმა იქნება. „სიტის“ პირველი მიზანია, რომ რონალდუ ხელში უფასოდ ჩაიგდოს.

კრიშტიანუს „პარი სენ ჟერმენსაც“ უკავშირებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გუნდს კილიან მბაპე დატოვებს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღე რჩება და წინ საინტერესო მოვლენები გველოდება.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და 134 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა. მას კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.110595