გერმანული “დორტმუნდის” შემტევმა ნახევარმცველმა, ჰენრიკ მხითარიანმა ტრავმა მოირჩინა და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო.
25 წლის ფეხბურთელმა კოჭის მყესები 20 სექტემბერს, “მაინცთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, მან მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში უკვე დაიწყო.
ივარაუდება, რომ სანაკრებო პაუზის დროს მხითარიანი სრულად გამოჯანმთელდება და “დორტმუნდის” მომდევნო შეხვედრისთვის, რომელსაც კლოპის გუნდი “კიოლნთან” გამართავს, ის სათამაშოდ მზად იქნება.