ტოკიოს ოლიმპიადაზე კალათბურთში ვაჟთა ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. A და B ჯგუფში უკვე დასრულდა ასპარეზობა, დარჩენილია მხოლოდ C ჯგუფი.
აშშ-ს ნაკრებმა ბოლო ტურში ჯეისონ ტეიტუმის (27 ქულა) და კევინ დურანტის (23 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი) ლიდერობით ჩეხეთს ადვილად, 119:84 მოუგო. არადა, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა თამაში ცუდად დაიწყო და პირველი პერიოდი 18:25 წააგო, მაგრამ დარჩენილ დროში ჩეხებმა ამერიკელთა შეჩერება ვერ მოახერხეს და წააგეს. შედეგად, A ჯგუფიდან საფრანგეთი პირველი, ხოლო აშშ მეორე ადგილით გავიდა. ჩეხეთმა მესამე პოზიცია დაიკავა და ჯერ შანსს ინარჩუნებს, რადგან სამი ჯგუფიდან ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეოთხედფინალში გავა.
B ჯგუფში იტალიამ ნიგერიას 80:71 აჯობა და მეორე ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც, პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად დაიბევა, ხოლო უმოტივაციო ავსტრალიამ გერმანიას მაინც აჯობა (89:76) და ჯგუფიდან ისე გავიდა, რომ ყველა თამაში მოიგო.
ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ ავსტრალიას, საფრანგეთს, აშშ-ს, იტალიას, სლოვენიას და ესპანეთს, დარჩა ორი გუნდი ორივე მესამეადგილოსანი იქნება. 1 აგვისტოს, C ჯგუფში ესპანეთი და სლოვენია პირველი ადგილისთვის, ხოლო არგენტინა და იაპონია მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამი ასე თუ ისე ვარსკვლავი გვყავს..კვარა, ჟორჟი და მამარდა...არცერთს რ უვარგა აგენტი, არცერთს...ჟორჟმა კიდევ არასწორე გადაწყვეტილება მიიღო..მონაკოში გოლიც ექნებოდა უკვე, ლიგა თან და გუნდი კარგ ფორმაშია...კვარას ისეთი კონტრაქტი აქვს არ უშვებენ და ეხლა უკვე მამარდას აგენტიც რაღაც არასწორე გადაწყვეტილებები...ძალიან მეგონა, რომ სამივე ევროს მერე კლუბს შეიცვლიდა...წარმატებები ჩვენ ბიჭებს, შეიცვალეთ აგენტები !!
რა ფეხები გინდოდა ლიონში, რით ვერ მოერგე შენ ადგილს ან აიაქსში ან მანდ? რო მიდიოდი არ იკითხე სად მოგიწევდა თამაში? მონაკოზე უარი პროსტა როგორ თქვი?