ჩოგბურთი

20:05 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020 -  საჩოგბურთო ტურნირის წყვილთა თანრიგში ხორვატიული ფინალი გაიმართა

ტოკიოს ოლიმპიადაზე დღეს საჩოგბურთო ტურნირზე მამაკაცთა შორის წყვილთა თანრიგში მედლები გათამაშდა და წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ხორვატები გახდებოდნენ ჩემპიონები. ფინალურ დაპირისპირებაში ნიკოლა მეკტიჩის და მატე პავიჩის წყვილმა მარინ ჩილიჩის და ივან დოდიგის დუეტი 6:4, 3:6, [10:6] დაამარცხა და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ახალ ზელანდიელებმა მაკუს დანიელმა და მაიკლ ვენუსმა ამერიკელები ოსტინ კრაიჩეკი და ტენის სანგრენი 7:6, 6:2 დაამარცხეს. ასევე უნდა ითქვას, რომ წყვილთა თანრიგში ახალ ზელანდიელებმა მედალი პირველად აიღეს, ხოლო ასევე ხორვატებმა ოლიმპიადაზე ოქროს მედლები პირველად მოიპოვეს.

თეგებიტოკიო 2020
0.114883