ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის წილისყრა გაიმართა, რის შემდგომაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები, რიგ შემთხვევებში კი, სავარაუდო მეტოქეები გაირკვენენ.
საქართველო ძიუდოში 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი - ვაჟთა შორის ყველა წონით კატეგორიაში, ხოლო ქალთა შორის ორ წონით კატეგორიაში.
60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებს, რომელიც C ჯგუში მოხვდა და პირველი წრისგან თავისუფალია. მეორე წრეში ლუხუმი დიდი ბრიტანელი ეშლი მაკენზიესა და აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ამავე წონაში რუსეთის სახელით რობერტ მშვიდობაძე და საფრანგეთის სახელით ლუკა მხეიძე იასპარეზებენ.
66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი D ჯგუფშია და პირველ წრეში ისიც ისვენებს. მეორე წრეში კი ვაჟა რუსი იაკუბ შამილოვისა და გერმანელი სებასტიან შეიდლის წყვილში გამარჯვებულს გაეჯიბრება.
73 კგ წონით კატეგორიაში ასევე მეორე წრიდან ჩაერთვება ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსას ან ფრანგ გუილამე შაინს შეხვდება.
81 კგ წონით კატეგორიაში, D ჯგუფში პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობს ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ჯოშტეტ ენდრიუსა და აკმალ მუროდოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური B ჯგუფშია და ისიც მეორე წრეში გამართავს პირველ შეხვედრას - პოლონელი პიოტრ კუშერას წინააღმდეგ.
100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი (A ჯგუფი) პირველ წრეში არ გავა ტატამზე, მეორე წრეში კი შაჰ ჰუსაინ შაჰისა და რამადან დარვიშისგან ერთ-ერთი ელოდება.
+100 წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას გურამ თუშიშვილი დაიცავს, რომელიც B ჯგუფის პირველ წრეში თავისუფალია, მეორე წრეში კი ტაჯიკ ტემურ რახიმოვისა და კუბელი ენდი გრანდას შორის გამარჯვებულთან დუელი ელოდება.
ქალთა შორის 52 კგ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შკუვნია პირველ წრეში ჰაიტელ საბიანა ანესტორს დაუპირისპირდება, 57 კგ წონით კატეგორიში კი ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე პირველ წრეში ანგოლელი დიასონემა მუჩუნგუი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ძიუდოს შეჯიბრება 24 ივლისიდან 31 ივლისამდე ჩატარდება.