ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები მაისში დაიწყო, მაგრამ უფრო მეტ დეტალზე მას არ უსაუბრია.
„ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მაისიდან მიმდინარეობს. პრესაში ხმაური რეალობას სამი თვით უსწრებს. ასეთ დიდ ტრანსფერებში ყოველთვის არის ბევრი ნიუანსი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე“, - თქვა იაროვინსკიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მას რამდენიმე ევროპულ კლუბს უკავშირებენ, თუმცა, ბოლო პერიოდში ამ კუთხით სიახლე პრაქტიკულად არ ვრცელდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზაზა მართლაც ღირსეული კაცია ....... მარკოიშვილზე რა ხდება არ შეიძლება ფედერაციამ განხ=ცხადება გააკეთოს ?
თან ანალიზი მიზანსწრაფული, ბრავო კაპიტანო, იმრავლოს გვარმა, უფალს ვებარებოდეთ !
მარკოიშვილის თამაში როდის უნდა გადაწყდეს?
ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსეული და საამაყო კაპიტანი
სუპერ ზაზა ! ! !
ზაზაა შე მაგარო ! იცოდე წელს ნაკრებშიც უნდა დაბრდღვნა ყველა და ნბა ს ბეჭედიც დაითრიო !!
Genacvaket bichebo, magrad gvjera tqveni. Warmatebebi zaza axal klubshi, martla magari kaci xar dzmao...