ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ წინასასეზონო მოსამზადებელ შეხვედრაში მორიგი ფანტასტიკური გოლი გაიტანა.
PariMatch Premier-ის ტურნირის პირველ ტურში „რუბინი“ „ხიმკის“ დაუპირისპირდა და ხვიჩას ულამაზესი გოლით 1:0 მოიგო. კვარაცხელია თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
90-ე წუთზე მან ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, ეფექტური მოძრაობით დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მცველის გარემოცვაში იყო, მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა.
ამ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილს არ უთამაშია, რომელიც განაცხადში არ იმყოფებოდა და სავარაუდოდ, მას „რუბინის“ დატოვება მოუწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გენტი-ნანსი LIVE
0?'>https://www.facebook.com/watch/live/?v=196067959140273':'>https://www.facebook.com/watch/live/?v=196067959140273'))
მიქაუტაძე ძირითადშია
თხარააა
მილანში წადი კვარა
არსენალი,ლევერკუზენი,მილანი რატო არ ყიდულობენ მიკვირს. მართლა ძაან ტექნიკურია და ეხლა კვარას დიდი გუნდი სჭირდება რომ განვითარდეს
აი ეხლა დამთავრდება ევრო და გახურდება ყიდვა-გაყიდვები. ჯერ არაფერია დაგვიანებული
კიდევ მოუმატებს კვარა! ჩაკვეც შევა ჩვეულ ფორაში! იმედია დანარჩენებიც მოინდომებენ და ჩვენც გვეღირსება დიდ ტურნირზე თამაში!
ლიტუჩი გრუზინ, ფანტასტიჩესკი ტალანტ. ლეგენდა, შრომა შრომა
და შრომა, შენ ტოფ ფეხბურთელი იქნები
+1
მეორე ტაიმში გამოვიდა ხვიჩა და ლამის ესპანეთის სტილში მოიპოვა უპირატესობა რუბინმა გადაუარეს მეორე ტაიმში ვაკაევმაც მაგრა ითამაშა და ეტყობა რომ ხვიჩასთან ძალიან მაგრაა შეთამაშებული ერთმანეთს მგონი 50 პასანმდე მიაწოდეს და მათ შორის საგოლე პასებიც ! ხვიჩას გოლი უმაგრესი იყო მაგრამ წესით ჰეთ თრიკიც უნდა გაეგორებინა--ორი ძალიან მაგარი მომენტი ქონდა (ორივე ბაკაევის პასებით) განსაკუთრებით პირველი მომენტი იყო 100% ანი