ფეხბურთი

23:19 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "კარგად უნდა მოვემზადოთ და ყველაფერი გამოვა"

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ხიმკისთან“ PariMatch Premier-ის თასზე გამარჯვებისა და ლამაზი გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და თქვა, რომ მთავარი გამარჯვება იყო.

„მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მუშაობას გავაგრძელებთ. პრემიერლიგის დაწყებამდე ჯერ კიდევ დროა, კარგად უნდა მოვემზადოთ. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა. მეორე ტაიმში „ხიმკის“ შემადგენლობა არ შეუცლია და ამიტომ, უფრო თავისუფლად ვითამაშეთ. ისინი ცოტა დაღლილები იყვნენ, მთელი თამაში ერთი შემადგენლობით ითამაშეს, ჩვენ კი თითქმის მთელი გუნდი შევცვალეთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

ყაზანის „რუბინი“ PariMatch Premier-ის ტურნირზე მეორე მატჩს 14 ივლისს, მოსკოვის „სპარტაკთან“ გამართავს.

0.118433