ფეხბურთი

18:28 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდაპეშტის ნაცვლად ბუქარესტში: ფრანგ გულშემატკივრებს ქალაქი აერიათ

საფრანგეთის ნაკრების ექვსი გულშემატკივარი პორტუგალიასთან „სამფეროვანთა“ თამაშზე დასწრებას ლამობდნენ, მაგრამ ბუდაპეშტის ნაცვლად, სადაც თამაში გაიმართა, ბუქარესტში აღმოჩნდნენ.

მათ ქალაქის სახელი აერიათ და უნგრეთის ნაცვლად რუმინეთის ბილეთები შეიძინეს, რის შედეგადაც რა თქმა უნდა, პორტუგალია - საფრანგეთის თამაშს ვერ დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ ექვს ადამიანს ბუქარესტში საფრანგეთის ნაკრების ნახვის შესაძლებლობა კიდევ აქვთ, რადგან თუ ფრანგები ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ, მერვედფინალურ მატჩს სწორედ რუმინეთის დედაქალაქში ჩაატარებენ.

0.115201