ფეხბურთი

0:10 | 9.06.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ნიკა სიჭინავა: "კლუბის ამბიციებმა ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი როლი ითამაშა"

ნიკა სიჭინავამ „ინჰულეცი“ დატოვა და „კოლოსთან“, რომელიც კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა და თავის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„ახალი წლის შემდეგ, როდესაც „ინჰულეცთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვე მრჩებოდა, „კოლოსიდან“ დამიკავშირდნენ. სეზონის ბოლოს წინადადებაც მივიღე. შევთანხმდით და ყველაფერი კარგად წარიმართა. იყო სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ კლუბის ამბიციებმა და გარკვეულმა შედეგებმა დიდი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაზე. „კოლოსი“ ჩემთვის უკრაინაში პრიორიტეტული ვარიანტი იყო“, - თქვა სიჭინავამ.

შეგახსენებთ, ნიკა სიჭინავას „ინჰულეცის“ გარდა „ვიტ ჯორჯიაში“, ფოთის „კოლხეთში“ და „ვოლგარში“ უთამაშია. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „კოლოსმა“ 2020-2021 წლების სეზონი ქვეყნის ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე დაასრულა და კონფერენსლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:22 | 05.11.2020
araza-1918 (6330)

ლორია -კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე- კანკავა კვეკვესკირი- კვარაცხელია ყაზაიშვილი ოქრიაშვილი-ქვილითაია ზამენაზე დვალი ხოჭოლავა დავითაშვილი გვილია შენგელია

18:22 | 04.11.2020
Shevche (15054)

100 მაგალითი რომ გიდევს ცხვირწინ, რომ ასეთი ამბები ყველა ტყუილი გამოდგა და 101-ეს მაინც იჯერებ... მარაზმია უკვე, რა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066519
სარეკლამო ადგილი - 99
X x X