სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

0:24 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი როლან გაროსს გამოეთიშა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სერენა უილიამსმა დიდი სლემის 24-ე ტიტული ისევ ვერ მოიგო - საფრანგეთის ღია პირველობას მეოთხე წრეში გამოეთიშა. მას ორ სეტში, 6-3, 7-5 მოუგო ყაზახმა ელენა რიბაკინამ. შემდეგ კი განაცხადა, რომ პარიზში გამარჯვების იმედი არც ჰქონია.

„ახლა გაცილებით უკეთ ვთამაშობ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე. მხოლოდ თამაშის მოსაგებად გამოვდიოდი. თიხნარზე რთული სეზონი მქონდა. თიხის კორტები მიყვარს, მაგრამ აქ ყველა თამაშის მოგება სათუო იყო“, - ყვება უილიამსი.

39 წლის ამერიკელმა მეტოქეს პირველივე სეტის დასაწყისში დაუთმო ბრეიკი, თუმცა შემდგ მისი გაქვითვა შეძლო. მაგრამ 21 წლის რიბაკინა არ გატყდა და ტიტულოვან მეტოქეს კიდევ ერთი მოწოდება მოუგო და სეტებში 1-0 დაწინაურდა.

მეორე სეტი უფრო თანაბრად დაიწყო, მაგრამ 3-3-ზე ყაზახმა ისევ შეძლო ბრეიკის აღება. მაგრამ სერენამ მომდევნო გეიმშივე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. და თითქოს, ახალგაზრდა ჩოგბურთელს ნერვიულობაც დაეტყო. მაგრამ უილიამსმა, ვისთვისაც ეს დიდი სლემის ტურნირებზე 64-ე მეოთხე წრე იყო, თავად დაუშვა შეცდომები და მეტოქეს თავისი გეიმი მშრალად დაუთმო.

რიბაკინამ ეს საჩუქარი აღარ დააბრუნა და თავის კარიერაში ყველაზე გამორჩეული გამარჯვება მოიპოვა. ძლიერი მეტოქე მან საათსა და 17 წუთში დაამარცხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ ასეთ მეტოქეებთან თამაშისას, ბევრ რამეს სწავლობს. და სერენსთან შეხვედრამ მას უზარმაზარი გამოცდილება მისცა.

კორტიდან გასვლამდე, უილიამსი დაიხარა და კორტიდან თიხის მტვერი აიღო, რაც ბევრმა როლან გაროსთან დამშვიდობებად ჩათვალა. თუმცა მანვე ეს მოსაზრება სწრაფად უარყო: ახლა ამაზე არ ვფიქრობ, ახლა თავში სულ სხვა რამეები მიტრიალებსო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.160757
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X