ფეხბურთი

22:59 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "ეს მატჩები სექტემბრის თამაშებისთვის კარგად მომზადებაში დაგვეხმარება"
"ვილი სანიოლთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ რუმინეთთან შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, რომ უახლოესი ორი თამაში გუნდს დაეხმარება სექტემბრის მნიშვნელოვანი თამაშებისთვის მოსამზადებლად.

"იმ პერიოდს, რომელიც ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად გავიარეთ პროდუქტიულად შევაფასებ. რა თქმა უნდა, ყველანი სექტემბერში გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, მომავალ ორ თამაშს სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. ორივე მეტოქე მაღალი დონისაა და ჩემი აზრით, კარგი ტესტ-მატჩები გამოგვივა იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ რაზე გვჭირდება მეტი მუშაობა და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი სექტემბერისთვის.

​რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის დონის სპეციალისტთან მუშაობა სასიამოვნო და ამავე დროს საამყოა. მას დიდი გამოცდილება აქვს და ყოველთვის ცდილობს ჩვენს დახმარებას, გუნდის თითოეული წევრისთვის მთავარ მწვრთნელთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა", - თქვა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, რუმინეთი - საქართველოს მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. საქართველოს რუმინელებთან ცუდი სტატისტიკა აქვს, წინა 7 მატჩიდან 6 წააგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

0.11421