ფეხბურთი

11:02 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ექტორ რაულ კუპერი ორწლიანი პაუზის შემდეგ მწვრთნელობას დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი ორწლიანი პაუზის შემდეგ საქმიანობას უბრუნდება და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლამდე გაფორმდა და კუპერი მუშაობას 30 მაისიდან ოფიციალურად შეუდგა.

კუპერი ბოლოს უზბეკეთის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელიც 2019 წელს დატოვა. მას არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის, „მალიორკაში“, „ვალენსიაში“, „ინტერში“, „ბეტისში“, „პარმაში“, „არისში“, „რასინგში“, „ორდუსპორში“, „ალ ვასლიში“, „ურაკანში“, „ლანუსსა“ და ეგვიპტის ნაკრებში. საქართველოს ნაკრებს კი ის 2008-2009 წლებში წვრთნიდა.

0.11282